admin on აგვისტო 19th, 2009

რაღაცით მომეწონა ეს ჯგუფი, თითქოს გოგოების The Whitest Boy Alive არის, თან დრამერიც საერთო ჰყავთ. “Explode From The Center” შარშან გამოსული სადებიუტო ალბომია. ჯგუფის მუსიკას შეიძლება დავარქვათ დისკო, ელექტრო, ინდი პოპი, თუმცა ალბომში გასხვავებული სიმღერებიც არის. განაგრძე კითხვა »

admin on ივლისი 30th, 2009

ათე

June 7, 2007 by mamagmerti

პრიკოლ ნუ, პრიამო პრიკოლ…

ჯერ იქედან დავიწყოთ, რომ არ მესმის ამ ადამიანების, რა აუცილებელია ვიღაცისტობა უფრო უარესი – ვიღაცასტობა და მერე კიდევ ამ დონის ვიღაცისტობა. ნუ კარგი ბატონო, ვარსებობ მე, არსებობს აგერ, შენ ხარ ჩემი ბატონი ზევსიც, ჰადესიც და ყველანი ვარსებობთ, თუნდაც გამომდინარე იქედან, რომ ამ ბლოგს ვწერთ, ათეც არსებობს (ეც ჩათლახი ეგა)… მაგრამ ეს -ისტობა რათ გინდათ, რატომ ხოცავთ ერთმანეთს? აიღეთ მაგალითი ჩვენგან, აბა მე და ზევსი თუ ვუნახივართ ვინმეს წაჩხუბებულები? ან ჰადესი და ათე? არა ხო? ვართ აგერ წყნარად, მშვიდად, ზეცაში ადგილი ყველას გვყოფნის…

ასე რომ, როგორც ამბობდა ჩვენი ძმა ათე - Ррразговорчики отттставить!!! ვოტ ტაკ, ვოტ.

admin on აპრილი 15th, 2009

გამთენიისას, პლიაჟზე, მიქცევის მერე დარჩენილ პლანქტონს როგორ კენკავენ ჩიტები, გინახავთ? და მერე უკან როგორ მორბიან, ტალღა რომ ეჯახება ნაპირს…

მერე, ტალღა რომ უკან მიდის, ჩიტები კვლავ მისდევენ მის კვალს და კვლავ კენკავენ ნარჩენებს…

ასევე თუ გინახავთ ქართული სანაპირო (სადმე ქობულეთიდან ასე სარფამდე), დილის 6 საათზე, მზე რომ ამოდის, და მარტოხელა უცნობი მოხეტიალეები ზღვაში დაკარგულ და გამორიყულ ნივთებს როგორ ეძებენ?
დიდი ხნის წინ ერთმა ბებერმა მათხოვარმა მომიყვა, რომ ადრე, როცა ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო და ჯანი ერჩოდა, ბევრჯერ ოქროს ძეწკვი ან საათი უპოვნია, ან რაიმე სხვა, არანაკლებ საინტერესო ნივთი…

ზოგმა იცის, რა უნდა მოძებნოს, და სად.
ზოგს გონია, რომ იცის, სად უნდა ეძებოს.
ზოგი ეძებს იმ ადგილს, სადაც მერე სხვა რამის ძებნას დაიწყებს…
ალბათ უბრალოდ უნდა ეძებო - ადგილს არა აქვს მნიშვნელობა.

ეძიებდე და ჰპოვებდე.
ან
ვინც ეძებს, ის პოულობს.

დღეს მომიწია დიდხანს ვიღაცის ლოდინი. ვიდექი ხის ძირში და სიგარეტს ვეწეოდი. ჩიტები შევნიშნე, ტროტუარზე რომ დაფუსფუსებდნენ ლუკმა პურის ძებნაში. ხელი ავუქნიე, მერე ფეხიც - ამომხედეს ირონიულად და განაგრძეს ამაო ფუსფუსი. საკვები არსად ჩანდა, მარტო სიგარეტის ნამწვავები. როგორც კი გავიფიქრე, აქ საჭმელს ვერ იშოვნით მეთქი, გამვლელმა ნახევარი ჰოთდოგი დაუგდო…

იპოვნეს :)

http://www.dgiuri.com/2009/03/blog-post_29.html

admin on აპრილი 11th, 2009

“What’s your road, man? - holyboy road, madman road, rainbow road, guppy road, any road. It’s an anywhere road for anybody anyhow.”
Jack Kerouac, On the road

http://fiqro.blogspot.com/2009/03/road.html

admin on აპრილი 5th, 2009

გუშინდელი დღე აღინიშნა iPhone OS 3.0-ის მეორე ბეტას გამოსვლით. ამ ვერსიაში დეველოპერებისათვის ხელმისაწვდომი გახდა push-შეტყობინებები და პროგრამის შიგნით დამატებითი შიგთავსის შეძენის შესაძლებლობა, ასე რომ როგორც იქნა ასე ნანატრი შესაძლებლობები უკვე შეუძიათ დაამატონ პროგრამებს. Engadget-ის ცნობით, პირველი ბეტა საშინლად არასტაბილური გამოვიდა, ხოლო მეორე ბეტა უკვე საკმაოდ სტაბილურია.

iPhone OS beta 2-ს გამოსვლასთან დაკავშირებულია კიდევ ერთი კარგი და ცუდი სიახლე. კარგი ისაა, რომ მეორე ბეტაში უკვე არის MMS-ის მხარდაჭერა და ტელეფონის მოდემად გამოყენების შესაძებლობა. ცუდი კიდევ ისაა, რომ Apple-ი სთხოვს დეველოპერებს ჯერ არ გამოიყენონ ეს შესაძლებლობები. TUAW-ის აზრით, ეს იგივეა, რომ „გქონდეს Ferrari ბორბლების გარეშე“.

რათქმაუნდა, სისტემის ახალი ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ დეველოპერების საიტზე, ხოლო უბრალო მომხმარებლები მიკროკოდის ამ ვერსიაზე ივნისში გადავლენ.

http://gogelia.ge/archives/40

გალაკტიონი, მიჯნათაშორისი, ARTყვავილები და ა. შ.

“ცხელი შოკოლადი - ლიტერატურის” წინა ნომერში გამოქვეყნდა ლიტარატურათმცოდნისა და კრიტიკოსის, ზაზა შათირიშვილის სტატია “არტისტული ყვავილებიდან ARTყვავილებამდე”. ეს არის რეზო გეთიაშვილის პოეტური კრებულის “ARTყვავილების” ბოლოთქმა, რომელმაც ლიტერატურული წრეების კულუარებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ზაზა შათირიშვილის აზრით, გალაკტიონიდან გასული საუკუნის 90-იან წლებამდე ქართული პოეზია ერთგვარ “მიჯნათაშორის” პერიოდად უნდა განვიხილოთ. ამ პერიოდში იყო რამდენიმე საინტერესო პოეტი თავისი “გვერდითი ხაზით”, მაგრამ არ ყოფილა სრულიად ახალი პოეტური სიტყვა. რეზო გეთიაშვილი “ARTყვავილებით” სწორედ ის ავტორია, საიდანაც ზაზა შათირიშვილმა სრულიად ახალი ეპოქის ათვლა დაიწყო.
სტატიაში “არტისტული ყვავილებიდან ARTყვავილებამდე” ბევრი რამ არის საკამათო. ჩემთვის განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა კრიტიკოსის დამოკიდებულება გასული საუკუნის 90-იანი წლების პოეტების შემოქმედებისადმი. ჩემი მოსაზრებები მას რამდენიმე თვის წინ, ჯერ კიდევ რეზო გეთიაშვილის კრებულის გამოსვლამდე მივწერე ელექტრონული ფოსტით. წინამდებარე პოლემიკა სწორედ ელექტრონულ სივრცეში წარიმართა. ვფიქრობ, ჩვენი დიალოგი “ცხელი შოკოლადის” მკითხველისათვის საინტერესო იქნება. გთავაზობთ მას უმნიშვნელო შემოკლებით.
ალეკო ცქიტიშვილი

ალეკო ცქიტიშვილი: ზაზა, წავიკითხე შენი სტატია რეზოს წიგნისათვის და სურვილი გამიჩნდა, შემოგხმიანებოდი. ამ წიგნთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველაფერი შენი და რეზოს გადასაწყვეტია, მაგრამ მე ჩემ აზრს გეტყვით. ვფიქრობ, თანამედროვე ქართული პოეზიის ტენდენციების მოკლე მიმოხილვა ძალიან სერიოზული თემაა და ასე მოკლედ არ ღირდა მისთვის სტატიაში ადგილის მიჩენა. მით უფრო, ჩემი აზრით, აქ ზოგი რამ საკამათოა. განაგრძე კითხვა »

ხორხე ლუის ბორხესი
“ბედნიერებას ნებისმიერ წამს უნდა მოელოდე”
ავტობიოგრაფიული ჩანაწერებიდან

ვინმემ რომ მკითხოს, რა არის თქვენი ცხოვრების უმთავრესი მოვლენაო, იმწამსვე მამაჩემის ბიბლიოთეკას დავუსახელებ. ასე მგონია, ახლაც იქა ვარ, იმ სამყაროში, თვალდახუჭულსაც შემიძლია მისი დახატვა: ეს იდუმალი ნავსაყუდელი შემინულ კარადებიან ოთახში იყო განთავსებული და რამდენიმე ათასეულ ტომს ითვლიდა. ახლომხედველი ვარ და საგრძნობლად მიჭირს ადრინდელ ნაცნობთა სახეების გახსენება (ის კი არადა, ბაბუაჩემზე, ასევედოზე როცა ვფიქრობ, მისი სურათი მიდგება თვალწინ, და არა თვითონ), ჩემბერსისა და ბრიტანულ ენციკლოპედიათა გრავიურების უმრავლესობას კი ქვეყნად ვერაფერი დამავიწყებს.
“ჰეკლბერი ფინი” იყო პირველი ნაწარმოები, რომელიც ბავშვობაში წავიკითხე. მას “კალიფორნიის დაუვიწყარი დღეები” მოჰყვა, შემდეგ - კაპიტან მარიეტის თხზულებანი, უელსის “პირველი ადამიანები მთვარეზე”, დიკენსის, პოს და ლუის კეროლის ნაწარმოებები, ლონგფელოს ერთტომეული, “განძთა კუნძული”, “დონ კიხოტი”, “ტომ ბრაუნის სკოლის წლები”, ძმები გრიმები, ამჟამად სრულიად მივიწყებული “მისტერ ვერდანტ გრინის თავგადასავალი”, ბერტონის მიერ თარგმნილი “ათას ერთი ღამის” ზღაპრები. მოგეხსენებათ, ეს შესანიშნავი ნაწარმოები უწმაწურობის და უხამსობის განსახიერებად იყო მიჩნეული, მეკრძალებოდა მასთან მიახლოება და მეც მალულად ვკითხულობდი, ჩვენივე სახლის სახურავზე განაგრძე კითხვა »

admin on მარტი 30th, 2009

დღეს მითხრეს, რა არის, სულ მოწყენილი ხარო და დავფიქრდი ამ საკითხზე.
ბუნებით არ ვარ მხიარული, ვაღიარებ და ამის დამალვა აზრადაც არ მომსვლია, ან როგორ გინდა დამალო? არასდროს ვიჩენ ინიციატივას. თუ გარშემო მხიარულობენ, მეც მშვენივრად ვერთობი, მარა თავს არ ვიდებ არც ლაპარაკით, არც ანეკდოტების მოყოლით. ჩემთვის ყოფნა მირჩევნია, წყნარად. საუბარს მოსმენას ვამჯობინებ, მითუმეტეს თუ გარშემო უცნობი ან ცუდად ნაცნობი ხალხია. ნუ რაც ვარ, ეს ვარ. მაგრამ დღეს ბრალი დამდეს მაშინ, როცა ჩემს გარდა ოთახში არსებულ ხუთ კაცს ცხვირ-პირი ჩამოსტიროდა. ვერ გავიგე, მე რა უნდა მექნა? ჯამბაზი ვარ თუ გიჟი? ვიჯექი ჩემთვის წყნარად და ამის გამო რატომ უნდა მისაყვედურონ, ვერ ვხვდები :|
აი, მერე სახლში რომ მოვდიოდი, მარშუტკაში დავფიქრდი ამ საკითხზე და ცოტა მეწყინა..

და შოთა მომენატრა. აქ რომ იყო, შეიძლება კვირის მანძილზე არც გამხსენებოდა, არც მოვეკითხე. ახლა კიდევ ერთი კვირაა რაც წავიდა და მენატრება :( თან არასდროს მსაყვედურობდა მოწყენილობის გამო.

საკმაოდ ერთფეროვანი ცხოვრებით ვცხოვრობ, არ მინდა, მარა ასე გამოდის. და დღეს ერთი პირობა ისიც გავიფიქრე, საოცრებები არ ხდება, არც სიურპრიზებით ვარ განებივრებული და არც ბედი მწყალობს მაინცდამაინც_თქო, მარა რაც მოვედი, ქეთევანი სახლს აწკრიალებს და ერთხელაც არ უთქვამს, მომეხმარეო.. ანუ საოცრებები ხდება?

პ.ს. ჩემი ბლოგია, რასაც მინდა, იმას დავწერ!

http://natikuda.blogspot.com/2009/03/blog-post_25.html

შაბათს, 14 მარტს, 13:00 სთ-ზე, “ტყუპების ძველი მარანი” ქვევრის გახსნასა და სასტუმრო “ძველი მარნის” პრეზენტაციაზე ეპატიჟება თავიანთ სტუმრებს.

წინაპრების ძველ ფუძეზე, სოფელ ნაფარეულში, ტყუპმა ძმებმა, გია და გელა გამტკიცულაშვილებმა მამაპაპისეული მარანი აღადგინეს, ვენახები გააშენეს და ქვევრები ჩაყარეს. დღეს აქ ფრანგული შატოს ტიპის მეურნეობაა, რომელიც მნახველს ბევრ საინტერესოს სთავაზობს. განაგრძე კითხვა »

admin on მარტი 15th, 2009

ნუ აყვებით მოდას, ეს ყველაზე მოძველებული რამეა, რაც კი არსებობს.
ნუ დაწერთ სიყვარულზე, მაგრამ წერეთ სიყვარულით..
იყო დრო, როცა ვეძებდი ნამდვილ მეგობარს - ვერ ვიპოვე.
იყო დრო ნამდვილ სიყვარულსაც ვეძებდი.. .
ეხლა ჩემს თავს ვეძებ და იმედი მაქვს ამას მაინც მივაგნებ.

და სულაც არ მინდა რომ ზაფხული მოვიდეს…

შემოდგომა უფრო სევდიანია და უფრო ვუგებ ;)

http://tatsson.blogspot.com/2008/09/blog-post_2456.html