მთავარი » 2015 » სექტემბერი » 29

 

გამარჯობა. ახლა ვიფიქრე, მივაკითხავ - მეთქი ჩემს ბლოგს და შემოვედი კიდეც. მერე ისევ ვიფიქრე, მოდი, დავწერ რამეს - მეთქი, თუმცა თემა ვერ ვიპოვე და რამოდენიმე დაწერილი წინადადება წავშალე. მერე 'დავგუგლე' სიტყვა 'ბლოგი' და რამდენიმე სხვა ბლოგი გადავათვალიერე, იმ იმედით, რომ გავიგებდი, რას და როგორ წერენ სხვები, თუმცა დიდი ვერაფერი.

 

... წაიკითხეთ სრულად »

ნანახია: 948 | დაამატა: zura76 | თარიღი: 29.09.2015 | კომენტარი (0)

ასეთია წესი – კლავიატურას რომ უახლოვდები ყველაფერი ერთბაშად გავიწყდება, სრული ამნეზია და გამოცარიელება. არაფერი არ შველის ამ ამბავს, არც ფილმის ჩართვა და არც სიმღერები, – პინქფლოიდის ბოლო ალბომი სრულიად უაზროდ მიედინება ჩემში. – THE ENDLESS RIVER – ჩემთვის ყველაზე გონისწამღები მდინარება სადღაც შორს  და არა ჩემში. მდინარება , როგორც ჩემი ბოლოდროინდელი ყველაზე დიდი , სულისმიერი აკვიატება. ვისუნთქავ, მაგრამ ჩემში არ რჩება, არ მკურნალობს. ამოდის, ისევ სხვას უერთდება. ხელში ნიჩბები მიჭირავს და უაზროდ ვიქნევ – თუმცა ამ თავში ნახავთ , რომ ამ მოხეტიალე სულმა ხელახლა ... წაიკითხეთ სრულად »

ნანახია: 1598 | დაამატა: zura76 | თარიღი: 29.09.2015 | კომენტარი (0)