მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 15
ამ ბოლო დროს ერთი შეკითხვა მაწუხებს: რამდენად ზუსტია სიტყვა „ზუსტი“? შეიძლება ჩათვალოთ, რომ მეტი საქმე არ მაქვს და ლინგვისტური პირმრუდობით ვირთობ თავს, თუმცა ეს ის შემთხვევა არ არის. ინდუსტრიაში მუშაობამ და პრობლემების პრაქტიკულ ჭრილში დანახვამ ახალი ტიპის საჭიროებები გამიჩინა. წინა ცხოვრებაში სულ თეორეტიკოსი ვიყავი, აქ კი გადაჭრილ ამოცანაში ფასობს არა თეორიული მხარე, არამედ თუ რამდენად ზუსტი და სანდოა შედეგი. ამასთან, როგორც აღმოჩნდა, სიტყვა „ზუსტს“ ორი იპოსტასი აქვს და ორივეს ქართულში ერთ სიტყვაში ვაერთიანებთ, რაც თქვენი არ ვიცი და ჩემს ტვინში გაურკვევლობას ბადებს. ინგლისურში სიტყვები – Accuracy და Precision – სინონიმებია, არც მთლად ერთი და იმავეს აღნიშნავს, მიუხედავად იმისა რომ ორივე ითარგმნება როგორც „სიზუსტე“. Accuracy აღნიშნავს თუ რამდენად ზედმიწევნითაა შესრულებული სამუშაო, ან გაკეთებული რაიმე და მის საზომად სასურველ შედეგთან მიახლოება გამოიყენება. ასე მაგალითად თ ... წაიკითხეთ სრულად »
ნანახია: 1107 | დაამატა: zura76 | თარიღი: 15.10.2015 | კომენტარი (0)