მთავარი » 2015 » ნოემბერი » 17

თავი მაქვს ცარიელი. რაღაცის დაწერა მინდოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თავი მაქვს ცარიელი. ბევრი იდეა მიტრიალებს, ბევრიც დრაფტი მაქვს აქვე შენახული, მაგრამ ამ მომენტში არაფერი მოდის.

თუმცა, ერთ რამეს მაინც გკითხავთ – კარგა ხანია, რაც ჩემზე არ გამიკეთებია ტატუ. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ეს ერთი იდეა მომივიდა – პლანეტ ექსპრესის ხომალდი Futurama-დან. თან მომწონს და თან მეზარება. ჩემში რომ დიდი დოზითაა სიზარმაცე, ეგ უკვე საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია. ასე რომ, იქნებ ვინმემ მითხრას, რომ ეს ძალიან კარგი იქნება ტატუდ და მეც ვძლიო სიზარმაცეს. ჰა? ჰაა?

ნანახია: 1652 | დაამატა: zura76 | თარიღი: 17.11.2015 | კომენტარი (0)