მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 2 » ,,ადამიანი ბუნებით თავისუფალი არსია, რკინის ბორკილშიც რომ იშვას, თავისუფალი კაცია!”
23:53
,,ადამიანი ბუნებით თავისუფალი არსია, რკინის ბორკილშიც რომ იშვას, თავისუფალი კაცია!”

ღმერთმა სამყარო რომ გააჩინა, ყველა არსების, ფრინველისა თუ ცხოველის და მთელი დედამიწის ბატონ-პატრონად ადამიანი შექმნა. ადამისა და ევას მაგალითზე შეგვიძლია დავადასტუროთ ის აზრი, რომ თავისუფლების წყურვილი და მისკენ სწრაფვა ადამიანის ბუნებაშია. იგი ბორკილითაც რომ დააბა, მაინც შეეცდება გათავისუფლდეს. ეზოპე მონა იყო. იგი პატრონს გასამრჯელოდ ყოველთვის თავისუფლებას სთხოვდა. ერთხელ ეპოზე და მისი პატრონი ოქროს წააწყდნენ. პატრონი ეზოპეს ოქროს ნახევარს შეპირდა, მაგრამ ეზოპემ მიუგო – არ მინდა შენი ოქრო, მხოლოდ თავისუფლება მიბოძე! პატრონმა უარი უთხრა, ასეთ ბრძენს და გამოსადეგს ვერაფრით შეგელევიო. ეზოპე შეეპასუხა – შენ თუ არ გამიშვებ, მე თვითონ წავალო. თავისუფლება ბრძოლით მოიპოვება. ამის საუკეთესო მაგალითია ლიტერატურული ზღაპარი ,,პატარა დინოზავრი”. დინოზავრი ვერ შეეგუა ერთფეროვან ცხოვრებას – დილიდან საღამომდე ძოვას, შემდეგ ძილს, ამიტომ მან ილაშქრა ცხოვრების ამ წესის წინააღმდეგ, თუმცა მას ეს ძვირად დაუჯდა. დინოზავრმა დატოვა თავისი მშობლიური კუთხე, მისი დედა და სხვა დინოზავრები. ზღაპარში მზე თავისუფლების სიმბოლოა (რომელსაც დინოზავრი ყოველთვის მისდევდა და აინტერესებდა, რა იყო ეს), ხოლო კუდი, რომელიც დინოზავრს მოსწყდა და შეიცვალა, ჟირაფად გადაიქცა, ის ბორკილია, რომელიც ზღუდავდა მას.

და ასეა ოდითგანვე, ადამიანს ხშირად თავისუფლება ურჩვნია ფულს, თუნდაც სიყვარულს და სხვა ბევრ რამეს, ისევე როგორც ეზოპეს შემთხვევაში იყო. ღმერთმა ადამიანი თავისუფალი დაბადა და არავის არ აქვს უფლება, წაართვას ვინმეს უფლისგან ბოძებული!

ნანახია: 342 | დაამატა: zura76 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar