მთავარი » 2015 » სექტემბერი » 30 » ხელის და ტუჩის გემრიელი სკრაბი
19:19
ხელის და ტუჩის გემრიელი სკრაბი

ორი რამ რაზეც ვერასდროს უარს ვერ ვიტყვი ეს არის ტუჩსაცხი და ხელის კრემი. ორივე სულ თან მაქვს სადაც არ უნდა ვიყო. ხელის კრემი რბილი და ნაზი ხელებისთვის, რომელიც სულ გამომშრალი მაქვს, პომადა ცხოვრების გასახალისებლად (საჭირო მომენტებში რუმიანადაც კი შეიძლება გამოდგეს).

Philosophy Handmade ხელის კრემმა შეცვალა ჩემი ხელები. ნიკოს გაჩენის შემდეგ საშინელ სიმშრალეს ვგრძნობ-ბოთლების წამდაუწუმ რეცხვამ, ხელების გაუთავებელმა დაბანამ თავისი ქნა. ბობი ბრაუნის Cream Matte პომადით მოხიბლული ვარ და ფერი “True Pink”  ჩემი ამჟამინდელი ფავორიტია. ეს ნეიტრალური ვარდისფერი ყველა სიტუაციაში შემიძლია რომ მოვიხდინო, როგორც სამსახურში, თუნიკოსთან ერთად სეირნობისას, საღამოს კაფეში გოგოებთან თუ ვახშამზე სტუმრებთან ერთად.

ხელების და ტუჩების მოსავლელად პერიოდულად საჭიროა სკრაბის გაკეთება. სასურველია კვირაში ერთხელ ან საჭიროების მიხედვით. ეს რეცეპტი თქვენს ხელებს და თუჩებს დაარბილებს, ბზინვარებას შემატებს.

1.5-2 სკ გადაუმუშავებელი შაქარი (raw)

1 ჩკ თაფლი

1 ჩკ ქოქოსის ზეთი*

1ჩკ ლიმნის წვენი

*ქოქოსის ზეთი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ზეითუნით ან ნუშით.

თავი უნდა გავანებივროთ, მოვუაროთ, შევიყვაროთ, რატომაც არა, ბევრს ვშრომობთ და ნამდვილად ვიმსახურებთ.

 

წყარო:  http://anosmagazine.com/2015/08/03/%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1/

 

ნანახია: 457 | დაამატა: zura76 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar