მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 12 » ლეგენდარული სედანი
01:09
ლეგენდარული სედანი

To Buy or Not to Buy – საკითხავი აი ეს არისო მეუბნება ჩემი ტვინი, როდესაც აქტიურად ვიწყებ ავტომობილის გამოცვლაზე ფიქრს.

ამავდროულად პირველივე პროექცია რაც თავში მიჩნდება არის Toyota -ს ლოგო.

დაახლოებით 8-9 თვეა აქტიურად ვფიქრობ მანქანის გამოცვლაზე და ამავდროულად ვფიქრობ რომ ჩემი შემდეგი მანქანა აუცილებლად ტოიოტა უნდა იყოს.

არადა ეს ახალი კოროლები ისეთი სიმპათიურები არიან, როგორც კი დავინახავ კარის გაღება და ჩაჯდომა მინდება მაშინვე.

11265142_10207885573207074_265043294_o

„მაღალი ხარისხი, გამძლეობა და საიმედობა – ეს ის კრიტერიუმებია, რომლითაც ავტომობილი  შეძენისას ფასდება.

სწორედ ამ თვისებების საუკეთესო შეხამების გამო არის ამ მანქანებისადმე ამხელა ინტერესი, სიყვარული და ნდობა გამოწვეული, და სწორედ ეს თვისებებია, რომელიც მიბიძგებს რომ ვიყიდო ზუსტად Toyota და არა სხვა რამე…

ბევრი რომ არ დავწერო, Toyota-მ გასაოცარი საშემოდგომო აქცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში  კოროლა და RAV4  უპრეცენდენტოდ დაბალ ფასად იყიდება.

კოროლას შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ამას წავაწყდი:

„ლეგენდარული სედანი“ – Toyota Corolla მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მომხმარებელთა განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს. ამის საუკეთესო დადასტურებაა ამ მოდელის აბსოლუტურად რეკორდული გაყიდვები რომლებმაც უკვე 40 მილიონს გადააჭარბა და გინესის რეკორდების წიგნში ყველაზე გაყიდვადი მოდელის სტატუსით მოხვდა. თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე Toyota Corolla-ს 11 თაობა შეიცვალა და დღევანდელი სახე მიიღო. ბოლო თაობის განახლებული კოროლა – თამამი და უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე ოდესმე. მიმზიდველი დაბალი წინა პანელი და აეროდინამიური ფორმები ხაზს უსვამს მის ძლიერ მხარეს. Corolla ლეგენდარული, მაგრამ ამავდროულად თანამედროვე და ელეგანტური სედანია.

ახალი “Corolla”-ს საჭესთან თავს კომფორტულად და მშვიდად იგრძნობთ ნებისმიერ მოგზაურობაში, რაც განპირობებულია მის ინტერიერში გამოყენებული სპეციალური მასალებით და დახვეწილი სტილით. სალონის სივრცე თანაბრადაა განაწილებული, რათა უკან მჯდომმა მგზავრმაც თავი კომფორტულად იგრძნოს.

12082668_10207885575687136_660638817_o

ხოდა წარმოიდგინეთ ახლა, როგორ მინდა ავტომობილი რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შესული.

ძალიან, ძალიან მინდა !!!

აქციის ფარგლებში, Toyota RAV4-სა და Corolla-ზე ორივე ოფიციალურ დილერთან -ტოიოტა ცენტრ თბილისსა და  ტოიოტა ცენტრ თეგეტაში შემდეგი ფასდაკლებები იმოქმედებს:

Toyota Corolla Active – 16322 $-ის ნაცვლად 13100 $

Toyota Corolla Elegance + – 20102 $-ის ნაცვლად 16700$;

არადა ახალ მანქანაში, თანაც ასეთ ლეგენდარულში და სიმპათიურში 13 100$-ის გადახდა სულაც არ არის რთული. ყველაფერი მონდომების საქმეა …

აქვე მოგიყვებით კიდევ ერთ სიახლეს და სასიხარულო ამბავს Toyota-ზე, ქროსოვერების მოყვარულთათვის – განახლებულ  RAV4-ებზეც საშემოდგომო ფასდაკლება იწყება.

12082840_10207885574007094_1150292536_o

კომფორტული და უნივერსალური ახალი RAV4 თავისუფლად იტევს 5 მგზავრს და გააჩნია ტევადი საბარგული. სალონში მრავლადაა სათავსო განყოფილებები. საბარგულისა და მისი ელექტრო კარის განთავსების დონის საშუალებით, ტვირთის გადატანა უფრო მოსახერხებელი და პრაქტიკული გახდა.

ახალი RAV4 გეხმარებათ, იმგზავროთ უსაფრთხოდ. უნიკალური ინტეგრირებული დინამიური მართვის სისტემა, ამძაფრებს მართვას და ინარჩუნებს ზედაპირთან მოჭიდებას.

ახალ RAV4-ს გააჩნია ამ კლასის საუკეთესო უსაფრთხოების მახასიათებლები და ინტუიციური ტექნოლოგიები. ისინი არა მხოლოდ რეაგირებენ, არამედ კიდევ დამატებით ყურადღებას იჩენენ გზაზე, რათა თქვენ წინასწარ განსაზღვროთ პოტენციური საშიშროება და იმგზავროთ მაქსიმალურად უსაფრთხოდ.

Toyota RAV4 2WD Urban – 24911 $-ის ნაცვლად 22550$;

Toyota RAV4 4WD Prestige – 32681 $-ის ნაცვლად, 28960 $.

12062527_10207885574127097_731373837_o

წყარო:   http://taa.ge/2015/09/legend/#more-12782

ნანახია: 418 | დაამატა: zura76 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar