მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 26 » ნამდვილი მეგობრები თუ “დანაშაულებრივი ბანდა” ?! ?! ?!
21:44
ნამდვილი მეგობრები თუ “დანაშაულებრივი ბანდა” ?! ?! ?!

ყველაფერი ასე დაიწყო:

–  დათო, ნიკა მაგარ შარშია, დიდი ვალი აიკიდა და ფული უნდა მოვუგროვოთ სასწრაფოდ  –  უთხრა ირაკლიმ  დათოს.
დათომ დაუფიქრებლად გამოიღო სეიფიდან 5.000 დოლარი  – ახლა ამის მეტი არ მაქვს, მთელი ფული საქმეში მაქვს ჩადებულიო…
მეორე საღამოს ძველი მეგობრები შეიკრიბენ მათ სანდროც შემოუერთდა, ერთად უნდა მოეფიქრებინათ, როგორ გადაერჩინათ შარში გახვეული და ვალებში ჩაფლული ნიკა.
იდეამაც არ დააყოვნა:
– ერთი მდიდარი კაცი ვიცი,  რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა, ძეხვის წარმოება დაიწყო, რესტორანიც გახსნა და გამდიდრდა. ერთადერთი შვილი ყავს, 12 წლის, რამდენიმე დღით რომ წავიყვანოთ მაგრად დაფეთდება. მართლა ყაჩაღები ხომ არ ვართ, არაფერს  დავუშავებთ, ვაჭმევთ, ვასმევთ და კარგად გვეყოლება სანამ მამამისი ფულს მოგვიტანს.  –  თქვა ნიკამ.

სკოლიდან გამოსვლისას ბიჭს ხელი სტაცეს და მანქანაში ჩასვეს. თბილისთან ახლოს, სანდროს აგარაკზე წაიყვანეს. თავიდან ცოტა შეშინებული იყო ბავშვი,  ნიღბიანებს რომ ხედავდა, მაგრამ ბიჭები კარგად ექცეოდნენ, ტელევისზორს აყურებინებდნან, ართობდნენ … ბავშვის მამაც არ დააყოვნა და 50.000 დოლარი მალევე მიიტანა დანიშნულ ადგილზე, თანაც სამართალდამცავეს არაფერი გაუგიათ.

ნიკაც დროებით გადარჩა, მაგრამ ვალი მაინც ვალად დარჩა, ამიტომ ცოტა ხანში სანდროს ახალი იდეა გაუჩნდა.  ერთ- ერთი ბიზნესმენის მეორეკლასელი გოგონა უნდა გაეტაცებინათ, საქმე უფრო მარტივი ჩანდა რა უნდა 7 წლის გოგონას მოტაცებას, მაგრა ბიჭები ძალიან ფრთხილობდნენ.

ბავშვს მძღოლზე ადრე მიაკითხეს გაკვეთილების დამათავრებისას, ირაკლიი საკლასო ოთახთანვე დახვდა და ბავსვს როგორც დედის მეგობარი ისე გაეცნო და უთხრა, რომ მას გაყოლოდა მეორეკლასელმა გოგონამაც ადვილად დაიჯერა და გაჰყვა, მალე გოგონა ბიჭებთან ერთად აღმოჩნდა მანქანაში, მანქანა დაძრეს და სწრაფად გასცილდნენ სოკოლას, რამოდენიმე საათში კი უკვე იმერეთში აღოჩნდნენ,  გამტაცაებლებმა ადგილზე მისვლამდევე დარეკეს ოჯახში. ბიზნესმენი  უკვე მეგობრების დახმარებით ეძებდა გოგონას. დაზაფრულ კაცს ბავშვის გამოსასყიდის მისატანად სამი დღე დაუთქვეს და თან  მკაცრი გაფრთხილებას მიაყოლეს – არსად არაფერი წამოგცეს, თორემ ბავშვს მკვდარსაც ვეღარ იპოვნიო… სწორედ აქ დაუშვეს ბიჭებმა შეცდომა და შეიძლება დანაშაული გაუხსნელიც დარჩენილიყო, რომ არა ბიზნესმენის მეგობრული კავშირები სამართალდამცავი უწყებების მაღალჩინოსნებთან.  ისინი უკვე საქმის კურსში იყვნენ რაც ხდებოდა ბიზნესმენის თავს და სპეცოპერაციაც მალე დაიგეგმა, თავიდან ყველაფერი ისე მოხდა, როგორც გამტაცებლებს უნდოდათ, თუმცა ფულის გადაცემის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. შეხვედრის ადგილი სპეცრაზმელებმაც იცოდნენ და გამტაცებლები -ირაკლი და სანდრო ადგილზევე დააკავეს. დათო და სერგო კი ბათუმში აიყვანეს რამოდენიმე საათის შემდეგ.

დაჯგუფების წევრების ვინაობა რომ გაირკვა და გახმაურდა, ყველა გაოცებული დარჩა. ბანდის წევრების უმრავლესობას ცოლ-შვილი ჰყავდა და ყველას სამსახური ჰქონდა, განსაკუთრებული გაოცება დათოს იქ ყოფნამ გამოიწვია.

ბანდის წვერებს 12-12 წელი მიუსაჯეს.  მათ უკვე სასჯელის ნახევარზე მეტი აქვთ მოხდილი.
სასამრთლო პროცესს კი დათოს არც მეუღლე და არც მისი ნათასავები დასწრებიან.
დათოს ცოლს კი რისიც ძალიან ეშინოდა სწორედ ის  დაატყდა თავს. მეგობრებთან საუბრისას ხშირად იმეორებდა ხოლმე : მეშინია, დათოს ცოდვამ ჩვენს შვილებს არ უწიოსო…
ადრეც მორწმუნე იყო, მაგრამ მომხდარის შემდეგ  ყოველ დღე  ეკლესიაში ლოცულობდა, ცოტა ხნის წინ წინ მის გოგონას ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა დედის ლოცვამ და მკურნალობამ ბავშვი გადაარჩინა.
დათოს მეუღლეს სჯერა, რომ ეს იყო უმკაცრესი სასჯელი დათოს საქციელისთვის.

ბლოგის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ტექსტში შეცვლილია სახელები !

იდეა – “კვირის პალიტრა

წყარო:  https://iuristi.wordpress.com/2012/04/11/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%A3/#more-528

ნანახია: 449 | დაამატა: zura76 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar