მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 7 » რატომ?…არვიცი…
16:20
რატომ?…არვიცი…

 

ეს ჩემი პირველი ბლოგია და ალბათ უკანასკნელიც… არვიცი რატომ გადავწყვიტე ბლოგის დაწერა, ალბათ რაღაცამ მიბიძგა… დავიღალე ამდენი სიჩუმით და იდუმალებით. არავინ ლაპარაკობს, ყველა ჩუმად არის, მეც მათ შორის მაგრამ აღარ შემიძლია დუმილი. ამდენი ხნის განმავლობაში ჩემ მიერ აღმოჩენილ მეორე ”მე”-სთან მქონდა საუბარი. სხვადასხვა აზრები გვქონდა მაგრამ ვთანხმდებოდით. თუმცა ესეც მომბეზრდა, ვერავის ველაპარაკები, მაგრამ რა აზრი აქვს ლაპარაკით გრძნობებს ვერ გადმოცემ. საერთოდ ხშირად ვარ დეპრესიაში. როდესაც ყველა მხიარულად და უდარდელად დასეირნობს ქალაქის ქუჩებში თავის მეგობრებთან ერთად, მე ვზივარ სახლში და ვფიქრობ მომავალზე. აღარაფერს აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ყველაფერი გავლილი მაქვს. ნაადრევად დავბერდი, ცხოვრების ხალისი დავკარგე. ეს ყველაფერი კი ერთმა მარტივმა კითხვამ გამოიწვია, “რატომ?”. რატომ შეიქმნა სამყარო, რატომ ვარსებობთ, რატომ ვფიქრობთ, რატომ ვართ ადამიანები, რატომ? ამ კითხვებზე პასუხი არავის აქვს, რომც ქონდეთ მაინც ვერ გავიგებ რადგან ის აქ აღარ იქნება. ხშირად ჩემი მეორე “მე” გაიღვიძებს და მარტივად მპასუხობს. სიყვარული… ეს არის ყველაფრის საწყისიც და დასასრულიც. მაგრამ მესმის მე სიყვარული? ვინმე აფასებს ამას? სულ მიკვირს რატომ დადის ხალხი ბედნიერი სახეებით და ერთობიან. რატომ არ ფიქრდებიან იმაზე თუ რისთვის ცხოვრობენ, რა მიზანი აქვთ. რამდენი გარდაცვლილა ისე რომ თავისი თავი ვერ უპოვია. მაგრამ ჩემი აზრით სიკვდილის წინ ყველა ხედავს ჭეშმარიტებას, ნამდვილ სინათლეს, ნამდვილ სიყვარულს და კიდე იმ საგნებს და გრძნობებს რისი შესატყვისიც სიტყვებით არ არსებობს. ახლა კი ვამბობ ასე მაგრამ ძნელია რაიმეს დაწყება თუნდაც ყველაზე მარტივის. ცხოვრება მარტივია, უმარტივესი. გზაზე გავლაც ადვილია. ამისთვის კი საჭიროა იყო ადამიანი რაც აგრეთვე ადვილია. აბა რაღა არის რთული და მიუღწეველი? “რთული” ილუზიაა ხოლო მიუღწეველი არაფერი, მთავარია მიზანი გქონდეს. აი სწორედ რა გვეჩვენება მიუღწეველი. დღევანდელი საზოგადოება იმდენი სტერეოტიპებით და საშინელებებით არის შემკობილი, ძნელია გაერკვე ამ არეულობაში. ამ ლაბირინთიდან გამოსვლა არის პირველი ნაბიჯი. რატომ ვილაპარაკე ამდენი? არვიცი… ისევ ჩემი თავისთვის… დრო ათვლილია, დრო გადის, ყოველი წამი ძვირფასია მე კი ამ წამებს ვკლავ. რატომ? არვიცი… თქმა ადვილია გაკეთება კი ძნელი. ყოველდღე ერთიდაიგივე მეორდება, ჭამა, სმა, ძილი… არსებობს რამე რაც ამ ჯაჭვს გაწყვეტავს და გამათავისუფლებს? რათქმაუნდა… და რატომ არ ვმოქმედებ? რატომ ვარ ჩუმად, უმოძრაოდ? არვიცი… და მაინც რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, მაინც მოვკვდები. მდინარე ყველას ერთად წაგვლეკავს ხოლო მერე დაშრება, აორთქლდება და ჩვენს იმ ორთქლში ვიარსებებთ. არაფერი არ იკარგება ამ ქვეყანაზე. ყველაფერი ერთიდან მეორე მდგომარეობაში გადადის. ხოლო ამ ყველაფრის მამოძრავებელი ძალაა, უხილავი ძალა, რაღაც ნათელი, თბილი, კაშკაშა – სიყვარული ანუ ღმერთი. ეს ძალა იყო არის და იქნება. რატომ?… არვიცი…

 

წყარო:  https://musecoldplayradiohead.wordpress.com/2013/11/10/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98/

ნანახია: 356 | დაამატა: zura76 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar