მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 1 » როგორ გახდებით გმირები შთამომავლებისათვის?
20:58
როგორ გახდებით გმირები შთამომავლებისათვის?

ვიღაც ამერიკელმა თქვა, ფრანკლინ რუზველტის დროს ტელევიზია რომ ყოფილიყო, მას ოთხი ვადით პრეზიდენტად არ აირჩევდნენო. დღეს ტოტალური მასს-ინფორმირების ვითარებაში (გადაღება, ჩაწერა, მასობრივი გასაჯაროება და ა. შ.), საკითხავია თუ რა ეშველება, მაგალითად, „წინაპართა კულტს“, ანუ სწორედ იმ ჩვენს თანამედროვეებს, თავი რომ საქართველოს ელიტად და ქვეყნის ღირსეულ შვილებად მოაქვთ და ლამობენ შთამომავალთა წარმოდგენაში ეროვნულ ფენომენებად აღიბეჭდნენ. როგორ მოხდება მათი „გან-გმირება“, გაფეტიშება, გაწმინდანება, როდესაც ეს მათი გამოსვლები, აზრები, სიტყვები ფართოდ ტირაჟირებულია, ხოლო ინფორმაციის შემნახველი მოწყობილობების ზომების შემცირების ტემპი, სიიაფე, სიმარტივე, ხელმისაწვდომობა საოცარი სისწრაფით მიმდინარეობს??? (არადა ამის გარეშე წარმოუდგენელია საზოგადოების ფუნქციონირება!)
რა თქმა უნდა, მეტწილად ფსიქო-ფილოსოფიური პრობლემაა – წარსულისა და მომავლის ერთდროული გაუფასურება.
რა თქმა უნდა, დღესაც ხალხი საკმაოდ მიამიტია, ისევე, როგორც შუა საკუნეებში და ათასგვარი სისულელის ბრმად სწამს, მიუხედავად ყოველგვარი ინფორმაციული მტკიცებულებებისა.
თუმცა ნებსით თუ უნებურად, ინტუიციით თუ თვითგადარჩენის ინსტინქით, ხალხი მკაფიოდ გრძნობს, რომ არსებობის მატერიკი, შაგრენის ტყავივით მით უფრო მცირდება, რაც უფრო მეტად სრულდება ადამიანის ჟინი დაეუფლოს საფუძვლიან ინფორმაციას საკუთრივ ძალაუფლების და ძალაუფლების მატარებელთა შესახებ.
“…რადგან, როცა დიდია სიბრძნე, დარდიც დიდია; მრავლის შეცნობა ადამიანს წუხილს უმრავლებს…” (წმინდა წერილი, ძველი აღთქმა, ეკლესიასტე, 1:18)

 

 

წყარო:  https://sosomikeladze.wordpress.com/2015/10/01/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A8/

ნანახია: 328 | დაამატა: zura76 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar