მთავარი » 2015 » სექტემბერი » 27 » საქართველო
20:35
საქართველო

რა დაემართა ადამიანებს? ხალხმა საშინელი ცვლილებები განიცადა.. რას დაემსგავსნენ და საერთოდ ადამიანი მხოლოდ ცნობიერებას შემორჩა. ხალხი ისეა შეცვლილი. ფასეულობები შეიცვალა თუ საერთოდ გააჩნდათ მათ ის. დღეს მხოლოდ ფულის ნაგლეჯები წყვეტს ვინ არის კარგი და ვინ ცუდი. მთავარი ფულის ქონა გახდა თან ბევრის თუ ამაში გაგიმართლა მაშინ ყველაფერი კარგადაა ჩათვალე. ფუ რა მარაზმია ეს ყველაფერი. უკანასკნელი ბოზი რომ იყო ან ქურდი ან სულაც მკვლელი გაქვს ფული?? ვსო მაშინ პრობლემაც არაფერია ყველა კარი გეხსნება თვალწინ და თავისუფლად შეგიძლია დღევანდელი ფარსი საზოგადოების წევრი იყო მოირგო ნიღაბი და ტრაკში გაიკეთო აწ უკვე გამქრალი ადამიანობა და ღირსება. ქალი ქალს აღარ გავს და კაცი კაცს. ისე არიან ამ მოდას და ევროპელობას გადაყოლილები რომ კლოუნებად იქცნენ ისეთი სასაცილო სანახავია ენის მოჩლექით ,,რბი-ლ-ად,, რომ საუბრობენ სვეცკი გოგო ბიჭები მოტკეცილ ჭრელ ელასტიკებში გამოყვანილი ყვერებით ისე დაგიდგება ვაჟკაცი წინ თითქოს ელოდება როდის აივსები სიამაყით რომ მისი საცოდავი არსებობით დაამშვენა დედამიწა.. თინეიჯერების მთავარი საზრუნავი მეტი და მეტი ყურადღების მიქცევა გახდა ამიტომ უტვინო უწიგნურ ახალგაზრდებს ხშირად ნახავთ ქუჩებში ქაქანით როგორ მოდიან და ათას სისულელეს მხოლოდ იმიტომ გაჰკივიან რომ ხალხს აჩვენონ თუ როგორი თავისუფლები და მაგრები არიან აგრესიულები და უხეშები არიან ისე გიყვირებენ და შეურაცყოფას მოგაყენებენ რომ შოკისგან პასუხსაც კი ვერგასცემ. ბავშვობა დაკარგული პატარა გოგოები ბოზებივით შეღებილი ,,ბოლო მოდაზე,, ჩაცმულები ისეთი მოძრაობებით დადიან თორმეტი თოთხმეტი წლის გოგოებს ფბ და დათაგვა დატყვნის მეტი არც არაფერი აქვთ სალაპარაკო სვეცკ დედიკოებს კიდევ რას მოთხოვ ვერ ზრდიან შვილს და მოკალი :)) ასეთი ,,განათლებული,, ბავშვები კიდევ რომ ვერ აბარებენ რათქმაუნდა იმიტომ გვყავს უამრავი მასაჟისტი ფარმაცევტი და სტილისტი :))) თუმცა ზოგს ხომ უმართლებს ფულიან მამიკოს შვილიკოებს ხოდა რათქმაუნდა აბარებენ და დიპლომი გარანტირებული აქვთ ასეთი პროფესიონალების იმედზე ვრჩებით მერე ჩვენ და ასეთი პროფესიონალების დამსახურებით ან ფეხს მოგაჭრიან სულ ტყუილად ან კიდევ კბილს ამოგთხრიან და თუ არ გაგიმართლებს ადამიანს კიდეც მიგასიკვდილებენ თუმცა ისევ მამიკოს ფულებით ის მშრალად გამოვა შენ კი წაგაცუნცულებენ და მოგაყრიან მიწას. საზოგადოების მაღალი და დაბალი ფენები… შევეცი ორივე ფენის წარმომადგენლებს და იცით რატომ? იმიტომ რომ ერთმა ჩათვალა რომ მაღალ ფენას წარმოადგენს რატომღაც და მეორემაც დაიჯერა რომ დაბალ ფენის წარმომადგენელია ისევ რატომღაც. ეს ვინ მოიგონა საერთოდ? ვინ დგას ჩემზე მაღლა და რატომ? ან მე ვისზე ზემოთ ვარ გამაგებინეთ? ყველა ერთია ღმერთისთვს, მას ვუყვარვართ ყველანი. მას მაშნაც ვუყვარდით სანამ დავეცემოდით სულიერად, სანამ გვიყვარდა ადამიანები და ბედნიერები ვიყავით მცირედითაც და ღმერთს ახლაც ვუყვარვართ დაცემულები და უღირსები ადამიანობა დაკარგულები რომელთაც გაბედეს… გაბედეს ადამიანებმა სხვა ადამიანების დონეების და ფენების დაწასება. აფერისტების და ნიღბიანების არის დღევანდელი დღე. ადამიანებმა დაკარგეს სიბრალულის შეგრძნება და გახდნენ ცხოველები. ცხოველი რით განსხვავდება ადამიანისგან? აი ის განსხვავება დაიკარგა ახლა იგივე ადამიანზე შეგვიძლია ვთქვათ. დღეს უპრობლემოდ გვაქვს სექსი ქუჩაში ბაღებში და ტყეებში. დღეს ჩვენ სულ უბრალოდ შეგვიძლია გავწიროთ სხვა ნებისმიერი თუნდაც ჩვენიანი. დღეს ჩვენ ასევე თამამად შეგვიძლია მათხოვარს გავუაროთ და დახმარების ან უბრალოდ თანადგომის ნაცვლად დავცინოთ უხეშად მოვექცეთ ან სულაც შეურაცყოფაც კი მივაყენოთ და სულ არ ვიფიქროთ იმაზე რომ ადვილი შესაძლებელია ერთ დღესაც ჩვენც ასევე დაგვემართოს და ჩვენც გვატკინოს სხვა გამვლელმა გული. დღეს ჩვენ ვკლავთ ცხოველებს ვატარებთ რიტუალებს ვიწყევლებით ვიგინებით (მე ვიგინები იმიტომ რომ მეც დავკარგე რაღაც ჩემი ნაწილი, ჩემი სახე) დღეს ჩვენ ვკლავთ მიზეზით ან თუნდაც ისე ასევე ჩვენ გავხდით სასტიკი დაუნდობელი არსებები დავკარგეთ სხვების პატივისცემა ერთგულება ადამიანობა დღეს ჩვენ ასევე წარმატებით ვჭორაობთ ვჭრაობთ ვჭორაობთ ვჭორაობთ ვჭორაობთ ვჭორაობთ ვჭორაობთ ვჭორაობთ ვჭორაობთ ვჭორაობთ ვჭორაობთ ვჭორაობთ და იცით რა მაინტერესებს იმდენს ჭორაობს ერი როგორღა რჩებათ სხვა სიბოროტისთვის დრო??? თითოეულმა ადამიანმა რომ საკუთარ ცხოვრებას და ცოდვებს მიხედოს მხოლოდ საკუთარ მომავალზე რომ ვზრუნავდეთ წარმოიდგინეთ რა ცოტა დრო დაგვრჩებოდა სხვების გასაჭორად JJ ვის რაში გაწყობთ რომ თქვენი დაუღალავი, სველი და ხორკლიანი ენის გამო ვინმეს სძულდეთ?? რატომ უნდა სძულდე ვინმეს იმ აყროლებული რამდენიმე გრამის გამო რომელიც რომ მოგაჭრათ კაცმა რა კარგი იქნებოდა იცით მე რატომ არ ვუყვარვარ უმეტესობას?? :)) იმიტომ რომ ჩემს ენას სხვა დანიშნულება მივეცი კერძოდ კი ეს მდგომარეობს სიმართლის ლაპარაკში ყველგან ყველასთან და ყოველთვის :) მიჭირს ამ სამყაროში ცხოვრება იმიტომ არა რომ სხვაზე უკეთესი ვარ უბრალოდ არ მესმის არავისი არ მესმის ამ ქვეყნის პრინციპების ტრადიციების და საერთოდ ადამიანების. ამის გამო კი აქ წითელი კვერცხივით ვარ და მართლაც გამოვკვერცხდი :)) ნელნელა ის ანდაზა მემართება ხარს რომ ხართან დააბამენ და ამის გამო ჭკუიდან ვიშლები და უკვე არაადეკვატური ვარ.. დიდი ხანია ტელევიზორზე საერთოდ უარი ვთქვი იმიტომ რომ ტვინს ჭამდა უკვე. ყალბი ადამიანების ნახვა რატომ უნდა მინდოდეს ყოველ დღე? ან რატომ უნდა დამაინტერესოს მაგალითად ბოზანდარა ,,ელიტის,, წარმომადგენლების უნიჭო გამოსვლებმა? ვბრაზდები როცა ვხედავ როგორ აშტერებენ ხალხს. მშრომელი გატანჯული ადამიანები ყანებიდან და ვენახებიდან ამოდიან და მაიას ან ამაზრზენ ნანუკას უყურებენ ხალხი გამოშტერდა (უი.. :)) მაია დამეჩაგრა რატომღაც) ქართულ ტელესივრცეში არ არსებობს გადაცემა რომელსაც დაჯდები და სიამოვნებით უყურებ ყოველდღე ცანცარი სერიალები სერიალები სერიალები და საინფორმაციოებია სადაც პოზიტიურს ვერაფერს მოისმენ. უი პოლიტიკა გამომრჩა ეს როგორ მომივიდა?? :)) სამარცხვინო პოლიტიკოსები რომელთა იმედადაც ჩვენ დღეს ვართ ხან ერთმანეთს ურტყამენ ხან ლანძღავენ და რავიცი რას აღარ ნახავთ ერთმანეთზე დაბოღმილები პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოებს ავრცელებენ ან კიდევ საარჩევნო კამპანიის პონტში სკანდალურ წამების ამსახველ კადრებს ტრაკებში ცოცხებ გაყრილი ადამიანები რომ აჩვენეს საქართველოს აი მაშინ დაგვერხა მაგრად. ხალხი კი… ხალხი უბრალოდ გაუაზრებლად მიყვება ასეთ ლიდერებს მათ გამო რამდენი ცემეს რამდენი მოკლეს რამდენი დაიჭირეს რამდენს კი უბრალოდ გადაუარეს. იცით რა არ მესმის? როცა ხედავ რომ ადამიანს პირადი გეგმები ამოძრავებს და განდიდების მანია აქვს ტაკუნებში გაჩხერილი რატო მიყვები მიტინგზე? ან როცა ერთმა მაღალმა დედა მოგიტყნა და გაგანადგურა რატომ ადიდებ და სკანდირებ მის სახელს? ან კიდევ როცა ნახე რომ ახალი მოვიდა და თუ სადმე ნაძირალა ადამიანი იყო წამში შემოიკრიბა რატო მიყვები და რატო აძლევ ხმას? ჩნდება კითხვა დებილი ხარ პატივცემულო საზოგადოებავ? თუმცა სხვას რას ვეკითხები ჩემს გარშემო იმდენი აინთო ,,იმედით,, და იმდენმა იმდენი ,,იოცნება,, რომ ახლა ყელში აქვთ გაჩხერილი :))) ქვეყანაში ისეთი უსამართლობა მძვინვარებს რომ კაი ბიჭი ხარ მიდი და გააკეთე რამე ფეხებსაც ვერ მოსჭამ მთავრობას თუ უნდათ მოგკლავენ კიდეც და მერე ეს ყლე ჟურნალისტები ისე დახატავენ სურათს თითქოს ყაჩაღი იარაღით გარბოდი და სხვა გამოსავალი აღარ დაუტოვე ამ პატიოსან პოლიციას.. ხოხ ეს რა გამახსენდა :)) პატრულიონები… სიმართლის სადარაჯოზე მდგარი ამაყი პოლიციელები… ვაი და არ მოუხვედი თვალში დედას გიტირებენ კანონის ფარგლებში რათქმაუნდა აბა როგორ :)) ამ პირობებში კი ის ადამიანები რომლებიც ადამიანებად შემორჩნენ ჯერჯერობით დედამიწას უბრალოდ ქრებიან იმედი ეკარგებათ ზოგი ბოროტდება ზოგიც ეგუება მე აქაც სადღაც ტრაკში ვარ გაჩხერილი ნაწილი ადამიანებისა მეცოდება ნაწილი მეზიღება ნაწილით კი აღფრთოვანებული ვარ რომ დღევანდელ სამყაროში რჩება ადამიანად. დარჩე ადამიანად ეს ძალიან ძნელია. ძნელია შეეგუო უსამართლობას გაჩუმდე იმ სისასტიკეზე რაც შენს წინ ხდება მუდმივად თვალებს ვერ დაიბრმავებ მოგიწევს დაინახო რაც ხდება მოგიწევს შეხედო თუ როგორ უკლავენ დედას შვილს უსამართლოდ მოგიწევს იმის ნახვა თუ როგორ ბოზობს მთავრობა სულ რომ დაითხარო თვალები ზოგზოგიერთების ორგიებს ვერსად გაექცევი აი იმ ხალხის ორგიებს რომლებიც გამოდიან და ხალხს მოუწოდებენ რას მოუწოდებენ? სიყალბეს რათქმაუნდა ჯანდაბა ასე როგორ დაეცა ქართველი ადამიანი ბოლო ბოლო ვინ ჩემი ფეხებია ვიღაც დამპალი რატომ უნდა დაანგრევინო ცხოვრება უნდა არსებობდეს სპეციალური გამწმენდი სამსახური მიხვდით ალბათ ფანჯრების წმენდაზე რომარაა საუბარი :)) ზოგჯერ მინდა რომ კაცი ვიყო ჯანღონით სავსე კაცი რომ სხვა თუ არაფერი სახე მაინც გავუხიო ზოგიერთ ვაჟკაც ნაბიჭვარს. საქართველოში ხომ კაცმა დიდი ხანია თავისი კაცობა და ვაჟკაცობა დაკარგა როგორ მეცოდებიან და მეზიზღებიან. განსაკუთრებით მაშინ არიან სასაცილოები როცა ამტკიცებენ რომ ქალი მამაკაცზე დაბლა დგას :)) დიდიხანია ეს ტკბილი მცნება შეიცვალა იცით როდის შეიცვალა? კაცებმა თავიანთი ქალები ოჯახებიდან რომ გაუშვეს სხვა ქვეყნებში სამუშაოდ. ქართველი ქალები სხვადასხვა ქვეყნებში მოახლეებად მუშაობენ და მართლაც რომ წელებზე იდგამენ ფეხს ვინ იცის ვის როგორ უჭირს ოჯახისგან შორს უცხო ოჯახში მონობა დამცირება და შრომა. ისინი მთელი ღამეები ტირილში ათენებენ და მონატრებებით ცხოვრობენ ყოველგვარ სითბოს მოკლებულები შვილებს და ახლობლებს მოკლებულები სამაგიეროდ აქ კაცები გულაობენ ცოლების ნაწვალები ფულებით უსაქმურად მთელ დროს ქუჩაში ან საწოლში ატარებენ და მუცელზე ქონ მოდებულები ამაყად გიპასუხებენ ცოლი? საბერძნეთშია კაცო მუშაობს აბაა რაა. ვერ წარმოიდგენს ვერცერთი სულიერი თუ როგორ მძულს კაცები რომლებიც ცოლების გამოგზავნილი ფულებით გაშლილ სუფრებზე რომ თამადობენ გულზე მუშტებს იბრახუნებენ და ვაჟკაცობის სადღეგრზელოებს სვამენ ჩაფსმამდე მერე ქალებშიც გაივლიან რა მოხდა მერეე? აბა რის კაცია სხვადასხვა ბოზი თუარ გადაიგორა გულზე. ქორწინების უღელი? ეგ ხომ მხოლოდ ქალებზე ვრცელდება ვაი თქვენს პატრონს კაცებო იმიტო დადის ბევრი ასეთი ვაჟკაცი დღეს ქორბუდა რქებით ბევრი გაეკვეტა კიდეც მაგ რქებით კარებში :)) ანუ გაუბაზრდა რაა. ახლა წარმოიდგინეთ რა რთულია ამ რეალობაში ცხოვრება წარმოიდგინეთ და დაფიქრდით ამისთვის მოვედით დედამიწაზე? რომ მოგვეკლა რომ გვებოზა რომ გვექურდა წარმოიდგინეთ ისიც თუ რა რთულია ცხოვრება შიშით. რაა? თქვენ არ გეშინიათ სიკვდილის??… ყველას ეშინია სიკვდილის.

 

წყარო:  https://madnesssssss.wordpress.com/2013/07/28/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D/#more-2

ნანახია: 380 | დაამატა: zura76 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar