მთავარი » სტატიები

მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ არალეგალურად გავრცელებული მუსიკა, ზოგადად მეკობრეობა (ჩვენში პირატობასაც ეძახიან) მისი მფლობელის უფლებებს ლახავს. ირღვევა საავტორო უფლებები. მოკლედ, ძალიან ცუდია. შეიძლება თუ არა, არალეგალურ, კონტრაბანდული გზით შემოსულ მუსიკას ჰქონდეს რამე პლუსი? უპირველესად, მოდი ვთქვათ ის, რომ დღეს, ინტერნეტის და ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, კონტრაბანდული მუსიკა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ რამდენიმე ტოტალიტარულ ან რელიგიურ-ფუნდამენტურ ქვეყანას, რომლის მოსახლეობას ინტერნეტთან და მსოფლიო შოუბიზნესთან წვდომა რადიოსა და ტელევიზიითაც კი შეზღუდული აქვს. დღეს ციფრული ტექნოლოგიების წყალობით მუსიკასთან წვდომა ღიაა მთელს მსოფლიოში და ალბათ ძნელად თუ წარმოიდგენს ვინმე, თუნდაც ჩვენი ქვეყნის ახალი თაობა, რომ ოდესღაც საქართველოში სასურველი მუსიკა ფაქტობრივად არ იშოვებოდა და ფარულად ვრცელდებოდა.  ... წაიკითხეთ სრულად »

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1037 | დაამატა: zura76 | თარიღი: 25.09.2016 | კომენტარი (0)